იან კელი – ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოსგან დახმარების თხოვნა მივიღეთ, რასაც დავთანხმდით

ამერიკის ელჩმა საქართველოში იან კელინ ჟურნალისტებთან საუბარში ფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაწყებულ მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
მისი განმარტებით, ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობისგან დახმარების გაწევის თხოვნა მიიღეს, რაზეც დათანხმდნენ.
“ეს არის დესტრუქციული ქმედება ადამიანის პირადი ცხოვრების უფლებისთვის. ეს ასევე დამაზიანებელია საქართველოს დემოკრატიისთვის. ვინც ამას აკეთებს, მას კარგად აქვს ეს გააზრებული და ცდილობს, რომ პოლიტიკურ პროცესებზე მოახდინოს ზეგავლენა. ეს თემა ძალიან შემაშფოთებელია მთავრობისთვისაც. საქართველოს მთავრობიდან ჩვენ მივიღეთ დახმარების გაწევის თხოვნა. არ მაქვს თავისუფლება, ვისაუბრო კონკრეტული დეტალების შესახებ, თუ რას გულისხმობდა ეს დახმარება, მაგრამ აღვნიშნავ, რომ ჩევნ ამ თხოვნას დადებითად ვუპასუხეთ და შევეცდებით დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას ამ პროცესში. საქართველოს დემოკრატიისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ასეთი რამ არ იყოს განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში შემოდგომაზე არჩევნებია დაგეგმილი”, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები