საკრებულოს დელეგაციამ ევროპის საბჭოს 30-ე პლენარულ სესიაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძე, თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა’’ თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარულ სესიას დაესწრნენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სესიაზე ერთ-ერთ მთავარ საკითხად ის დოკუმენტი განიხილეს, რომლის თანახმად, საქართველო 2017 წელს “ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას” უნდა შეუერთდეს.
საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება პოსტმონიტორინგის პროცესსა და რეგიონების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.
საკრებულოს ცნობით, საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესს, ასევე კონგრესის რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებას შეეხო. როგორც ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა განაცხადა, კონგრესი მუშაობას საქართველოსთან ერთად კვლავაც განაგრძობს და ქვეყანას არსებული რეკომენდაციების შესრულებაში დაეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები