ესეების სასკოლო ფესტივალის დახურვა გაიმართება

29 მარტს, 19:00 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში, ესეების სასკოლო ფესტივალის დახურვა გაიმართება.
ახმეტელის თეატრში უპრეცედენტო ახალგაზრდულ-შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებში თბილისის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს ესე თემაზე – „სოციალური ქსელებისა და ინტერნეტის ზეგავლენა მოზარდ თაობაზე“, გამოვლინდა ხუთი საუკეთესო ავტორი. მათი ესები გასცენიურდა ახმეტელის თეატრის რეჟისორის, ლაშა გოგნიაშვილის მიერ, სპექტაკლ-პერფორმანსში მონაწილეობს არტისტული მონაცემებით გამორჩეული 29 მოსწავლე, მათგან ოთხი განსაკუთრებული საჭიროების მქონეა
ესეების სასკოლო ფესტივალმა თეატრალური ხელოვნებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს დრამატული თეატრის სცენაზე თამაშის უნიკალური შესაძლებლობა მისცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები