გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანისგან „მაესტროს“ წილს იყიდის
ტელეკომპანია “პირველის” ინფორმაციით, ტელეკომპანია “მაესტროს” დირექტორი გია გაჩეჩილაძე, რომელიც 55%-იანი წილის მფლობელია, მაკა ასათიანის 25%-იან წილს ყიდულობს. ამ ეტაპზე უცნობია, რა თანხას გადაიხდის გია გაჩეჩილაძე, თუმცა “პირველისთვის” ცნობილი გახდა, რომ საუბარია 7,5 მილიონ დოლარზე. წილის ყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის მეუღლესთან, კოტე გოგელიასთან აწარმოებს.
“მოლაპარაკებების პროცესში ვართ, დაგველოდეთ და ალბათ მალე გაირკვევა ყველაფერი. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. თანხასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაქვთ”,- აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ.
დღეის მდგომარეობით, ტელეკომპანიის საკონტროლო პაკეტის, ანუ 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძეა, 25% მაკა ასათიანს ეკუთვნის.