დავით სერგეენკო მეჭიაურის განცხადებაზე: ჯობია, ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ

ზოგადად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემა იმდენად მიუღებელია, რომ მე ეს საკითხი ყველა სიტუაციაში დისკომფორტს მიქმნის, – ასე გამოეხმაურა შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომლის თანახმადაც, მეჭიაური თვლის, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების ინტერესები გამორიცხულია.
“ეს ისეთი ხმამაღალი განცხადებაა, დაზუსტებისათვის ისევ თამაზს უნდა ჰკითხოთ, ჯობია, ჩვენ ყველა ჩვენი საქმით დავკავდეთ. ზოგადად, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემა იმდენად მიუღებელია, რომ მე ეს საკითხი ყველა სიტუაციაში დისკომფორტს მიქმნის“,- აღნიშნა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები