შშმ პირთა შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართება

26 მარტს, 12 საათზე, თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, ელენე ახვლედიანის ბავშვთა სურათების გალერეაში ტარდება შემოქმედებითი ღონისძიება „ხელოვნება და ტექნოლოგია – იმედის გზა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდები იცეკვებენ, იმღერებენ, წაიკითხავენ ლექსებს და დამსწრე საზოგადოებას საკუთარ შემოქმედებას წარუდგენენ. წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შექმნილი ნახატები და ხელთნაკეთი ნამუშევრები.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად და კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად იაპონიიდან ჩამოვიდა ნორიკო ინამორის ფონდის წარმომადგენლობითი დელეგაცია 21 ადამიანის შემადგენლობით (საკუთარი ხარჯებით), რომლებმაც შშმ პირთათვის გადასაცემად ჩამოიტანეს ეტლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები