კამპანია – “ეს შენ გეხება” მთავარ პროკურატურასთან აქციას მართავს
“ეს შენ გეხება” – კამპანიაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას მართავენ. გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზატორები მოითხოვენ, რომ უფრო ეფექტურად წარიმართოს საგამოძიებო პროცესი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საკითხზე და გამოძიებაში ჩაერთონ უცხოელი სპეციალისტები.
აღსანიშნავია ისიც, რომ ისინი ასევე მოითხოვენ, დადგინდეს, თუ ვინ ატვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები და ვინ არის დამკვეთი. აქციებზე ექნება ტრანსფარანტები წარწერით წარწერებით: “ჩვენ გვესმის თქვენი, ისე როგორც არავის”, “მოქალაქეებზე კონტროლზე გაუმჯობესების მიზნით თქვენი საუბარი იწერება” და ა.შ.