გოგირდის აბანოების თანამშრომლები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოფისთან შეიკრიბებიან

შპს “ნარიყალას” დირექტორი ნოდარ ტოტოღაშვილი მორიგ აქციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ოფისთან აანონსებს. ტოტოღაშვილი პირWელთან საუბარში GWP-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ გოგირდის აბანოებს ტარიფი 5%-ით გაუძვირდა, სიცრუეს უწოდებს.
ტოტოღაშვილი აღნიშნავს, რომ მათი გასავალი, საერთო ჯამში, 800%-ით გაიზარდა. კონკრეტულად GWP- თვის გადასახდელი თანხა კი, 11 ათას 500 ლარია, რაც შემოსავლებით დახლოებით, 40%-ს უდრის.
„მომავალ კვირაში, ორშაბათს ან სამშაბათს GWP- სთან მოვაწყობთ აქციას. მინდა პასუხი გავცე მათ მიერ გაკეთებულ განცხდებას, რომ თურმე, გაზრდილი გადასახადი აბანოების შემოსავლების 5-% ყოფილა. მათ დაავიწყდათ ერთი ნული. ტარიფის გაზრდის შემდეგ, ის გადასახადები, რასაც გვიწესებენ, შემოსავლების დაახლოებით, 40-50%-ია. საბოოლოო ჯამში, წყლის საკანალიზაციო მომსახურების ტარიფი გაძვირდა 800-%-ით, მაგრამ თუ შემოსავლებიდან ვიანგარიშებთ, ის თანხა, რასაც აღნიშნული კომპანია მთხოვს, მხოლოდ საკანალიზაციო მომსახურებაში 11 ათას 500 ლარის გადახდა მომიწევს, რაც შემოსავლების დაახლოებით, 40%-ს შეადგენს. მომავალ კვირაში GWP-ს ოფისთან აქციებს დავიწყებთ“, – განაცხადა ნოდარ ტოტოღაშვილმა.
ტოტოღაშვილი წყლის კომპანიისთვს სემეკის მიერ მინიჭებულ ნების უსამართლოდ გამოყენებაზე მიუთითებს და აღნიშნავს, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მაქსიმალურ გადასახადს უწესებს არა მხოლოდ აბანოებს, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებასაც. ”
სემეკმა GWP-ს დაუწესა 0-დან 85 თეთრამდე გადასახადი. ის მაქსიმალურს ახდევინებს ყველა დაწესებულებას, მათ შორის, სკოლებსა და ბაღებსაც, რაც არის უსამართლო და ამის წინააღმდეგ არავინ გამოდის”, – აცხადებს ტოტოღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა 24 მარტს გზა გადაკეტეს და პროტესტის ნიშნად დაწესებულება დახურეს. თავის მხრივ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმაც” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც აბანოები დესტრუქციულ ქმედებებს მიმართავენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ აბანოებს “ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ, აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურთ და მათ პოზიციას საფუძველი არ გააჩნია”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები