დიმიტრი ქუმსიშვილი: არავის საქმე არ არის, ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს
პირადი ცხოვრების ნებისმიერი ჩანაწერი ამაზრზენია, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, თამაზ მეჭიაურის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც მეჭიაური პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაში ხელისუფლების ინტერესებს გამორიცხავს.
მისი თქმით, მას მეჭიაურის განცხადება არ მოუსმენია. „ბატონი თამაზის კომენტარი არ მომისმენია. შემიძლია, უბრალოდ, პირადი დამოკიდებულება დაგიფიქსიროთ. პირადი ცხოვრების ნებისმიერი ჩანაწერი ამაზრზენია. მით უმეტეს, ამის ილუსტრირება შემდეგში, არის ამაზრზენი. არავის საქმე არ არის, ვის როგორ სძინავს და ვისთან სძინავს“, – განაცხადა ქუმსიშვილმა.