სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

დღეს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ , მიხეილ თუმანიშვლის სახელობის კინომსახიობთა თეატრი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი წარმოგიდგენთ თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანის, ევროპის საუკეთესო მსახიობის პრემიისა და 50-ზე მეტი ჯილდოს მფლობელის, სერგეი მაკოვეცკის შემოქმედებით საღამოს „შემთხვევით არ მოვსულვარ თქვენთან… სათქმელი რამ მაქვს…“(მონო სპექტაკლი).
პროდიუსერია ლეონიდ რობერმანი, სპექტაკლი გაიმართება კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ სცენაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები