მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს

საქართველოს მთავრობა რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად ახალ პროგრამას იწყებს– პროექტის ფარგლებში მესაქონლეობის  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს გადაეცემათ მცირე საველე ლაბორატორიები, რათა ადგილზე შეძლონ რძის ხარისხის დადგენა.  პრემიერ–მინისტრის განმარტებით, აღნიშნული პროგრამა სოფლად წვრილი მეწარმეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„პროგრამა საშუალებას მისცემს მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  მოაწყონ არამარტო რძის შემკრები პუნქტი,  არამედ ასეთ კოოპერატივებს გადაეცემათ რძის ხარისხის შესამოწმებელი აპარატურა, რომელიც  40 ათასიდან  75 ათასამდე ლარის ღირებულებისაა.  დღეს დაახლოებით 30–მდე ასეთი კოოპერატივია. ეს პროგრამა მათ დაეხმარება არა მხოლოდ შეაგროვონ ადგილებზე რძე და შემდგომში მიაწოდონ უფრო მსხვილ მწარმოებლებს, არამედ თვითონაც აწარმოონ რძის პროდუქტები და მათ შორის ყველის წარმოებაზე გადავიდნენ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები