დავით ნარმანია: თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, არსებობს სამართლებრივი ბერკეტები

„თუ ვინმეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან უკანონოდ გათავისუფლებულნი, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები“,-აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თბილისის ბაგა-ბაღების ყოფილი დირექტორების პროტესტთან დაკავშირებით გააკეთა.
გარდა ამისა, დავით ნარმანიამ ბაგა-ბაღების მასწავლებლებს სასწავლო პროცესის აღდგენისკენ მოუწოდა.
„ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში. რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი პატარები და იმისთვის, რომ მათ უკეთესი პირობები ჰქონდეთ, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და ვაპირებთ, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელოთ მუშაობა. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, რომ ისინი არიან უკანონოდ გათავისუფლებულნი, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები“,-აღნიშნა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისში 10-მდე საბავშვო ბაღის მასწავლებელმა მუშაობა შეწყვიტა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რამდენიმე საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები