მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ წესს დაამტკიცებს
მთავრობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პრივატიზების პროცესის დასრულებასთან დაკავშირებულ წესს დაამტკიცებს. კერძოდ კი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული დადგენილება ძალიან ბევრ ადამიანს სახელმწიფოსგან შეძენილი ქონების დაკანონების პროცესში არსებულ პრობლემას გადაუჭრის.
კვირიკაშვილის განცხადებით, მათ, ვისაც 2010 წლის 21 ივნისამდე, ანუ “სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონის მიღებამდე, უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში გადახდილი აქვთ საფასურის 80%, მიწის შემთხვევაში კი – 90%, ან მთლიანი საფასური და ვადების დარღვევის გამო ქონების დაკანონება ვერ მოახერხეს, დავალიანების დაფარვის შემთხვევაში აღნიშნული ქონება დაუკანონდებათ.