გულიკო ზუმბაძე ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ტუბერკულოზის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც საქართველოს პარლამენტში გაიმართა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მანანა კობახიძემ გახსნა.
საქართველოს პარლამენტი ამ ღონისძიებით უერთდება გლობალურ მოძრაობას END TB სტრატეგიის მიზნების მისაღწევად 2030 წლისთვის. 2016 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის სლოგანია: „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად.“
კონფერენციაზე იმსჯელეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტუბერკულოზთან ბრძოლის ახალი სტრატეგიის რეალიზაციის კუთხით ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს მიზნებსა და ამოცანებზე. ტუბერკულოზის გლობალური საბჭოს სამოქმედო გეგმის მიხედვით განიხილეს ჯანმოს ევროპის რეგიონის ქვეყნების პარლამენტართა თანამშრომლობის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები