ეკა ბესელია: არავის პირადი და ოჯახური საიდუმლოება არ უნდა იყოს უკანონოდ ხელყოფილი
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მის მიერ მომზადებული ინიციატივა წარადგინა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს. ამ ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, ოჯახური და პირადი საიდუმლოს ხელყოფა მძიმე დანაშაულის კატეგორიაში გადავა და სასჯელიც გაიზრდება. მისი თქმით, პირადი და ოჯახური საიდუმლოება, ვინც არ უნდა იყოს, უკანონოდ ხელყოფილი არ უნდა იყოს.
“გავამკაცროთ სასჯელი და მძიმე კატეგორიის დანაშაულში გადავიტანოთ პირადი და ოჯახური საიდუმლო სივრცე, თუ ის უკანონოდ იქნება ხელყოფილი. ეს გულისხმობს სამივე კომპონენტს, გადაღებას, შენახვას და გავრცელებას, ცალკე მუხლი დაემატოს სისხლის სამართლის კოდექსს, რომ რითაც ხაზგასმა მოხდება, რომ არავის პირადი და ოჯახური საიდუმლოება, ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა იყოს უკანონოდ ხელყოფილი,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.