ლიკა ჭუმბურიძე: თავად ვარ მოწმე, „ჰუმანითის“ შემოსვლამ როგორ გააიაფა მედიკამენტები

ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტებზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. მსხვილი სააფთიაქო ქსელები წამლებზე ფასებს ამცირებენ. ფანასკერტელის ინდექსიც მიუთითებს, რომ ფასების კლების ტენდენცია შეუქცევადი გახდა.
Inova health care-ის საოპერაციო დირექტორი ლიკა ჭუმბურიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ფასებსა და ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს:
„ნამდვილად ვადასტურებ ინფორმაციას, რომ წამლების ფასი იკლებს. მაგალითად, ონკოლოგიის ცენტრში შესყიდვები სახელმწიფო ტენდერებით ხდება. ბოლო ტენდერში ვინც გაიმარჯვა, შარშანდელთან შედარებით, 30 %-ით დაბალი ფასი ჰქონდა წარმოდგენილი, იმის მიუხედავად, რომ ტენდერის გამოცხადების დროს, ლარი დოლართან მიმართებაში 2,36 იყო. მთელი წელი ამ ფასებით მუშაობდნენ. ერთ-ერთი ასეთი კომპანია იყო „ჰუმანითი ჯორჯია”, რომელმაც ძალიან დაბალი ფასი შემოიტანა“.
ჭუმბურიძის აზრით, ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდამ ფასების კლებას შეუწყო ხელი: „თავად ვარ მოწმე, „ჰუმანითის“ შემოსვლამ როგორ გააიაფა მედიკამენტები. აქ გასაკვირი არაფერია – ახალი მოთამაშე შემოვიდა ბაზარზე იგივე ხარისხის პროდუქციით. რაკი მათ მიერ იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასი ნაკლებია, კონკურენტებიც იძულებულნი გახდნენ, რომ  ფასები დაეწიათ“.
ჭუმბურიძე, ასევე, საუბრობს, ზოგადად, ფარმაცევტული ბაზრის რეგულაციის საკითხებზე: „სახელმწიფოს მხრიდან, აბსოლუტურად სწორი და სტრატეგიულად გამართლებული ნაბიჯია, მკაცრი რეგულაციების ნაცვლად, თავისუფალ ბაზარზე კონკურენციის წახალისება“, – აცხადებს ლიკა ჭუმბურიძე.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები