დევნილთა სამინისტრო დევნილთა პარტიას სთავაზობს, რომ ბინების განაწილების საკუთარი კრიტერიუმები წარადგინონ

დევნილთა სამინისტრო დევნილთა პარტიას სთავაზობს, რომ მათ დევნილებზე ბინების განაწილების საკუთარი კრიტერიუმები წარმოადგინონ… – განცხადება ამის შესახებ დევნილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსმა მურად აბლოთიამ დევნილთა პარტიის ორგანიზებით სამინისტროს შენობის წინ გამართულ დევნილთა აქციასთან დაკავშირებით გააკეთა.
“დევნილთა პარტია” აცხადებს, რომ კრიტერიუმები, რომლითაც ბინები ნაწილდება, მათთვის მიუღებელია. ჩვენ მათ შევთავაზეთ, რომ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები და ჩაერთონ კომისიის მუშაობაში. მარტო დევნილთა სამინისტრო არ წყვეტს კრიტერიუმებში ცვლილებებს ან ბინის მიღების საკითხს. ამაში ჩართულები არიან: არასამთავრობო სექტორი, სახალხო დამცველი, დონორი ორგანიზაციები და მათთან კოორდინაციით ხდება ყველა ამ ცვლილების განხორციელება და განაწილების პროცესი”, – განაცხადა მურად აბლოთიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები