საქართველო 2017 წელს “ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას” შეუერთდება
სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის 30-ე პლენარული სესია გაიმართა. სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი მთავარი საკითხი ის დოკუმენტი იყო, რომლის მიხედვითაც საქართველო 2017 წელს “ადგილობრივითვითმმართველობების შესახებ ევროპულ ქარტიას” უნდა შეუერთდეს.
პლენარულ სესიაში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და თბილისის მერი დავით ნარმანია მონაწილობდნენ.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, თენგიზ შერგელაშვილმა, სიტყვით გამოსვლისას იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც ფისკალური დეცენტრელიზაციის კუთხით ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა.
საქართველოს წარმომადგენლებმა ყურადღება პოსტმონიტორინგის პროცესსა და რეგიონების დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს.
საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმის შედეგად მიღწეულ პროგრესს. კონგრესზე დედაქალაქის მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე, ასევე, კონგრესის რეკომენდაციებისმნიშვნელობასა და მათ დროულ შესრულებაზე ისაუბრა. ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის პრეზიდენტმა ჟან კლოდ ფრეკონმა განაცხადა, რომ კონგრესი იმუშავებს საქართველოსთან ერთად და დაეხმარება მას რეკომენდაციების შესრულებაში.