„რეფორმის შედეგად კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას კვალიფიცირებული კადრი ეყოლება“

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ერთი მხრივ, კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ამცირებს უმუშევრობას. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ განათლების რეფორმის ახალი ტიპის სასწავლო მოდელის არსებობა და განათლების ხარისხის ამაღლება, თანამედროვე ინფრასტრუქტურის არსებობა და ერთდროულად მოქნილი ბიუროკრატია, ქვეყანას მისცემს საშუალებას, მნიშვნელოვანი ნახტომი გააკეთოს განვითარებაში.
„პარტნიორობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს რაიმე ტიპის თავსმოხვეულ ინიციატივას სახელმწიფოს მხრიდან, ეს არის პროცესი, როდესაც, ერთი მხრივ, კერძო სექტორი წინასწარ იღებს გარანტიას, რომ მას ეყოლება კვალიფიცირებული კადრი, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფო ამ პროცესის შედეგად ამცირებს უმუშევრობას და ძალიან მნიშვნელოვან ბიძგს აძლევს ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტების საქმიანი ინიციატივების რეალიზებისთვის მთავრობამ შექმნას შესაბამისი მექანიზმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები