ბარათაშვილისკენ მიმავალი ავტობუსების მარშრუტი დროებით იცვლება
ბარათაშვილის ხიდის ქვეშ მიმდინარე სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტომობილების მოძრაობა დროებით იზღუდება კერძოდ კი, იცვლება იმ ავტობუსების მიმართულებაც, რომლებიც აღნიშნულ მონაკვეთს გაივლიან.
ესენია: № 31, 44, 50, 55, 71, 80, 102 – იმოძრავებენ მარჯვენა სანაპირო – მშრალი ხიდი – ათონელის ქ. – ვირსალაძის ქ. – ბარათაშვილის ქ.
№ 59 – ბარათაშვილის ხიდი (აღმართი) – ავლაბრის მოედანი – ბარათაშვილის აღმართი.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მარცხენა სანაპიროზე (ბარათაშვილის ხიდის ქვეშ) მიმდინარეობს სამუშაოები, რომლის ფარგლებში, უნდა დადაბლდეს ასფალტის არსებული საფარი, რათა გაიზარდოს სიმაღლე ხიდსა და საავტომობილო გზას შორის და მაღალი ტვირთამწეობის მანქანებმა არ დააზიანონ ხიდის ძირითადი კონსტრუქცია. სატრანსპორტო კომპანია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.