თამარ სანიკიძე – უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში დასარეგულირებელ საკითხებში ჩართვა არ შეგვიძლია

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, თამარ სანიკიძის განცხადებით, უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში დასარეგულირებელ საკითხებში ჩართვა მას და მის უწყებას არ შეუძლია, შესაბამისად, ვითარება თავად უნივერსიტეტშივე უნდა დარეგულირდეს.
აღნიშნული განცხადება მან ჟურნალისტის შეკითხვაზე გააკეთა, რომელიც თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.
“პირველ რიგში, ჩვენ ვიცით, რა საკითხები გამოიკვეთა და გამოვაცხადეთ მზაობა, რომ ამ საკითხების ირგვლივ სტუდენტებთან და უნივერსიტეტთან ვიმუშავებთ. ჩვენ შეგვიძლია მუშაობა, მაგრამ არ შეგვიძლია და არანაირი სურვილი არ გაქვს, რომ უნივერსიტეტის ავტონომიის ფარგლებში დასარეგულირებელ საკითხებში ჩავერიოთ. აქედან გამომდინარე, თუ ისეთ თემებზე ვისაუბრებთ, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობას ითვალისწინებს, ჩვენ მზაობა გაქვს. სტუდენტებს გუშინ შევხვდით და ამაზე ვრცლად ვისაუბრეთ, კონკრეტული სამოქმედო გეგმაც დავსახეთ, ამიტომ ის, თუ რას მოილაპარაკებენ უნივერსიტეტში, ეს არის უკვე მათ მიერ შესასრულებელი სამუშაო”, – განაცხადა სანიკიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები