თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს Mayhew International – ის წარმომადგენლები ესტუმრნენ

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია Mayhew International – ის ხელმძღვანელი ქეროლაინ იატესი, ვეტპერსონალთან – ურსულა გოეთსთან, ეინე მაგუაიერთან და ლაურა კაშმანთან ერთად, 19-დან 27 მარტის ჩათვლით, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში ატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს ცხოველების პოპულაციის ჰუმანური მართვის მიმართულებით.
ასევე ტარდება ერთობლივი ოპერაციები, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალური თავშესაფრის პერსონალის პროფესიონალიზმის დონის ამაღლებას.
სტუმრები გაეცნენ თავშესაფარში მიმდინარე პროცესებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს, რაც დადებითად შეაფასეს. მათ სააგენტოს გაუწიეს კონსულტაციები რიგ საკითხებში და საჩუქრად გადასცეს ძვირად ღირებული თანამედროვე საოპერაციო მაგიდა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მადლობას უხდის Mayhew International -ს მრავალწლიანი თანამშრომლობისა და თანადგომისათვის.
1465398_1308154242533896_4811307700217272291_n

12494908_1308154102533910_5188340080069414511_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები