ნინო კირთაძე ეროვნულ კინოცენტრში ვორკშოპის მეორე ეტაპს ატარებს

ნინო კირთაძე ეროვნულ კინოცენტრში ვორკშოპის მეორე ეტაპს ატარებს. ვორკშოპს კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის პროექტის განვითარების კონკურსის გამარჯვებული ავტორები ესწრებიან.
დღეს, სამუშაო ჯგუფი ინდივიდუალურ შეხვედრებს გამართავს. ვორკშოპის პირველი ეტაპი 25-დან 28 იანვრის ჩათვლით გაიმართა. ნინო კირთაძე არის გერმანიის ოქროს გრიმმეს მფლობელი, დაჯილდოებულია ამერიკის სანდანსის საუკეთესო რეჟისორის პრიზით, მიღებული აქვს Cinéma du Réel-ის მთავარი პრიზი პარიზში და Vision du Réel-ის გრან- პრი შვეიცარიაში. აგრეთვე, ნინო კირთაძე ევროპული კინოაკადემიის “ოსკარის” მფლობელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები