ფესტივალი „ფანArt-ი” იწყება

„თი-ბი-სი“ ბანკისა და ელექტრონული წიგნების სახლის „საბას” მხარდაჭერით, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, 24 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, მრავალჟანრობრივ ფესტივალს, „ფანART-ს” გამართავს.
როგორც „კვირას“ „თი-ბი-სი“ ბანკიდან აცნობეს, ფესტივალი წელსაც ტრადიციულად ხელოვნების 10 მიმართულებას აერთიანებს: იმპროვიზირებული ან კლასიკური მუსიკა, როკი და ალტერნატივა, კინო, სტენსილი, მხატვრობა, ფოტოგრაფია, ლიტერატურა, ქანდაკება, სოციალური ტელემედია ფოლკლორი.
ფესტივალში მონაწილეობას 15-29 წლის ახალგაზრდები მიიღებენ, რომლებსაც კონსულტაციებს სხვადასხვა დარგში აღიარებული ხელოვანები გაუწევენ: 1.საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა – ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, დავით შამანაური; 2. მხატვრობა – ოლეგ ტიმჩენკო; 3. ქანდაკება – ირაკლი ჟვანია; 4. ფოტოგრაფია – გურამ წიბახაშვილი; 5. სტენსილი -Dr.LOVE ; 6. როკი/ალტერნატიული მუსიკა – ნიკა კოჩაროვი; 7.ფოლკლორი – სვიმონ ჯანგულაშვილი; 8. ლიტერატურა -დათო ტურაშვილი 9. სოციალური ტელემედია – თომა ჩაგელიშვილი 10. კინო – გოგი დოლიძე.
31 მარტს, ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე „თი-ბი-სი“ ბანკი 10-ვე მიმართულებაში საკუთარ რჩეულს გამოავლენს და მათ ფულადი პრემიებს გადასცემს. მრვალჟანრობირივი ფესტივალი ფანარტი, რომელიც მიზნად ახალგაზრდა ხელოვანების აღმოჩენასა და მათ პოპულარიზაციას ისახავს, უკვე მეოთხე წელია იმართება და მისი თანაავტორი და უცვლელი კონსულტანტი ნიკოლზ რაჭველია.
გასულ წელს ფანარტისა და „თი-ბი-სი“ ბანკის რჩეული ნიჭიერი შემსრულებელი სანდრო ნებიერიძე გახდა, რომლის სოლო კონცერტი „თი-ბი-სი“ გალერეაში სულ ცოტა ხნის წინ ანშლაგით ჩატარდა.
საფესტივალო პროგრამა: 24 მარტი – ფესტივალის გახსნა. საავტორო ან იმპროვიზირებული კლასიკური მუსიკა; 25 მარტი – მხატვრობა, ქანდაკება; 26 მარტი – კინო/ანიმაცია/სოციალური მედია; 27 მარტი – როკი/ალტერნატივა; 28 მარტი – ლიტერატურა; 29 მარტი – ფოლკლორი; 30 მარტი – ფოტოგრაფია/სტენსილი; 31 მარტი – დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი, ფესტივალის დახურვა.
ღონისძიება 20:00 სთ – ზე, ვაჟა-ფშაველას 76 ბ – ში ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში გაიმართება. დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები