ახალი პროექტი – “აღზარდე ვარსკვლავი საქართველოსთვის” იწყება

საქართველოს კულტურის პალატა ახალ პროექტს ,,აღზარდე ვარსკვლავი საქართველოსთვის” იწყებს. პროექტის ფარგლებში, საქართველოში პირველად ჩამოყალიბდება ,,სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლი”, რომელიც კულტურის პალატის ბაზაზე შეიქმნება. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვთა ქორეოგრაფიისა და ქართული ფოლკლორის განვითარებას.
,,ეს იქნება პირველი ბავშვთა ანსამბლი, სადაც შერწყმულია ცეკვა და სიმღერა ერთად. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევებში, ცეკვის დროს დაკარგულია შინაარსობრივი დატვირთვა. პროექტის მიზანია სწორედ მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ერთიანად წარმოჩენა და მეტი შინაარსობრივი დატვირთვა. ჩვენ გვაქვს მდიდარი კულტურა და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, გამოვიყენოთ და დავიცვათ ეს ღირებულებები”, – განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.
ანსამბლში მსურველთა მიღება, 6-დან 9 წლამდე, 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება, ასევე ანსამბლი იწვევს 9-დან 14 წლმდე გამოცდილ მოცეკვავეებს.
საქართველოს კულტურის პალატის ინფორმაციით, ,,ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ანსამბლის” ქორეოგრაფები იქნებიან აჭარის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის, ბათუმისა ოპერისა და ბალეტის თეატრის, ილიკოს სუხიშვილის ნაციონალური ბალეტის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი გიორგი ჭანიშვილი, ილიკოს სუხიშვილის სახელობის ნაციონალური ბალეტის სოლისტი დავით ჭანიშვილი და გუნდის ხელმძღვანელი, ანსამბლ “ლაშარის” სოლისტი პაატა მელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები