სასაზღვრო პოლიციას ამერიკელი ექსპერტები ეწვივნენ

შსს-ს სასაზღვრო პოლიციას საქართველოში აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებმა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში შემავალ უწყებებთან კონსულტაციები გამართეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ: სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი, სასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი გრიგოლ ბერულავა, უწყების ხელმძღვანელი პირები, მართვის ცენრტში შემავალი უწყებების წარმომადგენლები, აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, ერთობლივი მართვის ცენტრი სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბაზაზე ჩამოყალიბდა და საქართველოს საზღვაო სივრცეში 24-საათიან, უწყვეტ ოპერატიულ მზადყოფნას უზრუნველყოფს, რაც ზღვაზე ძებნისა და გადარჩენის ოპერაციებს შეწყობს ხელს. ცენტრის საქმიანობაში ჩართულია რამდენიმე სამინისტროს წარმომადგენელი.
საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ამოცანაა საქართველოს საზღვაო სივრცეში მოსალოდნელი საფრთხეებისა და გამოწვევების უწყვეტ რეჟიმში გამოვლენა, შეფასება და რეაგირება. ამჟამად მიმდინარეობს მართვის ცენტრში მონაწილე სუბიექტების საქმიანობის საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პროცესი. საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი წლის ბოლომდე დაიწყებს ფუნქციონირებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები