პრემიერმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბელორუსიის რესპუბლიკაში გრძელდება. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერმა პატივი მიაგო 1941-1945 წლების სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას და გამარჯვებისადმი მიძღვნილი მონუმენტი გვირგვინითაც შეამკო.