კოკა გოგსაძის პერსონალური გამოფენა – „ჩემი ცხოვრება“ გაიხსნა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში კოკა გოგსაძის პირველი პერსონალური გამოფენა – ,,ჩემი ცხოვრება” გაიხსნა.
კოკა გოგსაძე 70-იანი წლების მხატვართა თაობის წარმომადგენელია. ის დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა და ცხოვრობდა რუსეთში, მონაწილეობდა სხვადასხვა ჯგუფურ გამოფენაში. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული ნამუშევრები, რომლებიც თანამედროვე იმპრესიონისტული ხედვითაა შესრულებული. მისი შემოქმედება ოსტატობისა და ესთეტიკური ნააზრევის ერთიან მხატვრულ სახეს ქმნის. თითოეულ ნამუშევარში ვხედავთ ორიგინალურ კომპოზიციას, რაც კიდევ უფრო აახლოებს მხატვარს თანამედროვე მხატვრობის ტენდენციებთან. გამოფენა 31 მარტამდე გაგრძელდება.