გიგლა აგულაშვილი ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე – ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომში გამართული შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მხარეებმა გარემოსდაცვითი სფეროს აქტუალური საკითხები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს. საუბრის მთავარი თემა ხე-ტყის და წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების მოწყობა-რეაბილიტაცია და სოციალურ ჭრებთან დაკავშირებული პროცედურების უფრო მეტად გამარტივება იყო. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი მსგავსი ტიპის შეხვედრებს მოსახლეობასთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართავს.