ფილმმა „გაყინული შადრევნების წელიწადი“ საერთაშორისო კინოფესტივალზე პრიზი მიიღო

ქართულმა ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო. სოფიაში გამართულ რიგით მე-20 კინოფესტივალში მონაწილეობდნენ მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან წარდგენილმა ფილმმა სოფიის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ვანო ბურდულის „გაყინული შადრევნების წელიწადი“ ჟიურის რჩეული გახდა. ფილმი მელოდრამაა თბილისელი ადამიანების შესახებ. მათ სხვადასხვა ასაკის, სოციალური სტატუსი და პროფესიები აქვთ, თუმცა სიყვარულის ძიება აერთიანებთ. ფილმში ნუცა კუხიანიძე, ია სუხიტაშვილი, გიორგი ნაკაშიძე, ნატა მურვანიძე და ანდრიუს პაულავიჩუსი მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები