თამარ ქალდანი პარლამენტში ხვალ 2015 წლის ანგარიშს წარადგენს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებში ხვალ 2015 წლის ანგარიშს წარადგენს. კერძოდ კი, გააცნობს 2015 წლის განმავლობაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვის, ჩატარებული ინსპექტირებების და გაწეული კონსულტაციის შედეგებს. ასევე, პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით საჯარო და კერძო სექტორში არსებულ ვითარებას.
აღსანიშნავია, რომ განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში 11:00 საათზე დაიწყება, ხოლო ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კი – 14:00 საათზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2015 წლის ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.personaldata.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები