განათლების სამინისტრო თსუ-ს სტუდენტებს დღეს შეხვედრას სთავაზობს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დღეს შეხვედრას სთავაზობს. გავრცელებული ინფრომაციით, უწყება თსუ-ს სტუდენტებს სთავაზობს, რომ შეარჩიონ მათი წარმომადგენლები და დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მივიდნენ.
“ძვირფასო სტუდენტებო, ვაფასებთ თქვენს სურვილს, წვლილი შეიტანოთ იმ ცვლილებების პროცესში, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს საუნივერსიტეტო ცხოვრება. ამასთან, მყარად გვჯერა, რომ ამ ტიპის ცვლილებების სრულფასოვნად განხორციელება მხოლოდ თქვენი მონაწილეობითაა შესაძლებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვხატოთ მზაობა, დავიწყოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასატარებელ რეფორმებზე მსჯელობა. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი თქვენი წინადადება და შემოთავაზება ყველა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ყველა დაინტერესებულ სტუდენტს, შეარჩიოთ თქვენი წარმომადგენლები და მობრძანდეთ დღეს, 15:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სადაც შევთანხმდებით ყველა იმ თემაზე, რაზეც მომავალში ინტენსიურ მუშაობას დავიწყებთ”, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სამინისტრო საკონტაქტო პირების ნომრებსაც ავრცელებს. ესენია: ნატა ასათიანი – 599290099 და ნათია პაპავა -577173325.