საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემას ტოვებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი სასამართლო სისტემას ტოვებს და არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იბერიას“ გადაცემა „პრიორიტეტებში“ განაცხადა.
მისი თქმით, იგი აპირებს არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბოს, რომელიც სასამართლოზე იქნება ორიენტირებული.
„ჩემს კოლეგებთან ერთად გავდივარ კონსულტაციებს, არ გამოვრიცავ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბოთ, რომელიც იქნება სასამართლოზე ორიენტირებული. სწორედ იმ პრინციპული და სიმართლის მთქმელი ადამიანები უნდა შეიკრიბონ და ყველა იმ პრობლემატიკაზე ისაუბრონ, რაც სასამართლოში ხდება. იმიტომ, რომ მე ერთ ადამიანს, ალბათ ერთი პროცენტიც არ მითქვამს იმის შესახებ, რაც სასამართლო სისტემაში ხდება… ამ ეტაპზე მე ვთვლი, რომ სასამართლოს გარეთ უნდა ვიყო, რადგან ამ ხალხთან თანამშრომლობას ნამდვილად აზრი არა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ბრძოლა გარედან უნდა გაგრძელდეს. თუმცა, მე გასაჩივრებას მაინც ვაპირებ. უბრალოდ, მე ვერ ვხედავ ამ სიტუაციაში სასამართლოში პერსპექტივას“, – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები