ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტისას დაშავებული პოპულარული კალათბურთელი აღმოჩნდა

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაშავებული, რომლის ფოტომაც მსოფლიო მედია მოიცვა, ბრაზილიური წარმოშობის ბელგიელი კალათბურთელი სებასტიენ ბელინი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, ფოტო, რომელზეც ტერაქტისას დაშავებული ბელგიელი კალათბურთელია აღბეჭდილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა ქეთევან ქარდავამ გადაიღო, რომელიც მომხდარ თავდასხმას შეესწრო. ქეთევან ქარდავა პირველი იყო, რომელმაც ტერორისტული აქტის ამსახველი მასალა გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები