ბელგიის აეროპორტში აფეთქების თვითმხილველი ქართველი ჟურნალისტი ბელგიელმა სამართალდამცავებმა დაკითხეს

საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ბელგიელმა სამართალდამცავებმა დაკითხეს.
„მოამბის“ ჟურნალისტის დაკითხვა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში ერთი საათის წინ დასრულდა.

ქეთევან ქარდავა აეროპორტში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი თვითმხილველია. როგორც ქარდავამ განაცხადა, ადგილობრივმა პოლიციელებმა იგი იმ საეჭვო ჩანთის ირგვლივ დაკითხეს, რომელიც ჟურნალისტმა ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში შემთხვევით შენიშნა. ქართველი ჟურნალისტი დღეს დილით ბელგიიდან ჟენევაში მიემგზავრებოდა.

„ბრიუსელის აეროპორტში დაცვა, პარიზის ტერაქტების შემდეგ განსაკუთრებულად გაძლიერდა. თითქმის ყოველდღე იყო, უამრავი პოლიციის თანამშრომელი და შეარაღებული ჯარისკაცები. მაგრამ, დღეს დილით ადგილობრივი დროით 7 საათზე, მათი რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ეს არც გამკვირვებია და არ გაკვირვებია არცერთ მგზავრს, რომელებიც გასაფრენად ემზადებოდნენ. დაახლოებით 8 საათისთვის, მე უკვე ბრიუსელის ავიახაზების ბილეთების ოფისთან ვიდექი და ჩემგან მარცხნივ, დავინახე შავი ნივთი. მას ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ საეჭვოდ მომეჩვენა. დადიოდნენ პოლიციები და შეიარაღებული ჯარისკაცები, რაიმე საეჭვი რომ ყოფილიყო, ისინი აუცილებლად მიაქცევდნენ ყურადღებას. დაახლოებით 2 წუთში მოხდა უძლიერესი აფეთქება, კვამლით დაიფარა მიმდებარე ტერიტორია, ირგვლივ არაფერი ჩანდა, გარდა იმისა, რომ აეროპორტის მინები ძირს ცვიოდა. მგზავრებმა სხეულის დაზიანებები სწორედ ამიტომ მიიღეს. ჩემს გარშემო იყვნენ დაჭრილი ადამიანები. როგორც კი მივხდი, რომ ცოცხალი ვარ, ჟურნალისტური ინსტიქტით გადავიღე ფოტოები და განვათავსე ფეისბუქზე. დაახლებით ერთი საათის წინ, გამოვედი პოლიციის განყოფილებიდან, ბელგიელმა სამართალდამცავებმა დამკითხეს. მათ ძირითადად აინტერსებდათ სად ვიდექი მე და სად შევნიშნე საეჭვო შავი ჩანთა. აფეთქება 7. 50 წუთზე, ჩემგან ძალიან ახლოს დაახლოებით 50 მეტრში მოხდა. სამართალდამცავების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი კამიკაძე იმყოფებოდა ბრიუსელის საერთშორისო აეროპორტში. სამართალდამცავების ინფორმაციით, საფრთხე ჯერ კიდევ არსებობს. ბრიუსელში, ისევ ის დონეა გამოცხადებული, რაც იყო პარიზის ტერაქტების შემდეგ“, – განაცხადა ქეთი ქარდავამ ბრიუსელიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები