დავით უსუფაშვილი: ჩვენი ვალია ტერორიზმის წინააღმდეგ ერთიანობა

საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები და ამ საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზებაა საჭირო.
“შეძრწუნებული ვარ საზარელი ტერორისტული აქტებით, ევროპის დედაქალაქში – ბრიუსელში. საქართველოს პარლამენტისა და ქართველი ხალხის სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახების წევრებს, თანაგრძნობას გამოვხატავ ბელგიის ფედერალურ პარლამენტში ჩვენი კოლეგებისა და მთელი ბელგიელი ხალხის მიმართ! დღევანდელი მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვრები, ჩვენი ვალია, ამ საშინელი საფრთხის წინააღმდეგ ერთიანობა და ძალისხმევის სრული მობილიზება”,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები