გიორგი მღებრიშვილი: ტერორიზმი არის უსასტიკესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო ბელგიელ ხალხს თანადგომას უცხადებს. მისი თქმით, ტერორიზმი არის უსასტიკესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო, რამაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ეს შემაძრწუნებელი ფაქტი არის მორიგი თავდასხმა თავისუფალ საზოგადოებასა და ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებზე. ტერორიზმი არის უსასტიკესი დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მხარდაჭერას ვუცხადებ ბელგიის მთავრობასა და ხალხს ტერორიზმისა და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს თანადგომას ვუცხადებ! ბელგიელ ხალხს გამძლეობასა და მორალურ მხნეობას ვუსურვებ”, – ნათქვამია შს მინისტრის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები