გიორგი მღებრიშვილი ბელორუსიის შს სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალურ დანაყოფს ეწვია

მინსკში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბელორუსიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალურ დანაყოფ „ალმაზს“ ეწვია.
შს მინისტრი დანაყოფის დირექტორს – ვიქტორ ზურაევს შეხვდა და ანტიტერორისტული ცენტრის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო. შსს-ს სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი მღებრიშვილი ბელორუსიის პოლიციის აკადემიასაც ეწვია, სადაც მას აკადემიის წარმომადგენლებმა სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ვიზიტის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ბელორუსიის სახელმწიფო მუზეუმი დაათვალიერა და მეორე მსოფლიო ომში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების ხსოვნას პატივი მიაგო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები