ფოთში, კერძო სახლში, ხანძარი გაჩნდა

ფოთში, ჩიტაძის ქუჩაზე, ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ამ დროისთვის კერძო სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 4 ბრიგადა მუშაობდა.
სავარაუდოდ, ხანძარი ელექტროსადენებმა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები