მიხეილ სააკაშვილის ცოლ-შვილი დღეს ბრიუსელის იმ აეროპორტში იმყოფებოდა, სადაც აფეთქება მოხდა
მიხეილ სააკაშვილი ბრიუსელის ტერაქტების სერიას ფეისბუქის გვერდის მეშვეობით გამოეხმაურა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე აეროპორტიდან მისი მეუღლე და ვაჟი გაფრინდნენ.
„ჩემმა ცოლმა და შვილმა რამდენიმე საათი გაატარეს ბრიუსელის აეროპორტის იმ ტერმინალში, სადაც დღეს აფეთქება მოხდა. ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გაფრინდნენ ბრიუსელიდან. როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, მე უკვე ვიცოდი, რომ მათ გაფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე იმ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე დავფიქრდი, რომლებიც იქ იყვნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და, როგორც ჩანს, არა უკანასკნელი. უნდა აღინიშნოს, რომ გარდა სხვა მიზეზებისა, ეს დიდი ბიუროკრატიის, თავაშვებულობის და მკვეთრი გადაწყვეტილებბების მიღების უუნარობის ბრალიცაა“, – წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.