საქართველოს აეროპორტებსა და საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განუცხადა, მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა.
“გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში. ასევე გამკაცრებულია კონტროლი ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტზე”,- აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 35 მძიმედ დაშავდა.