გიორგი კვირიკაშვილი: შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა
შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბრიუსელში მომხდარ ტერაქტებს.
მისი თქმით, სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა.
“შემძრა ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროში მომხდარმა აფეთქებებმა – ტერორისტულ აქტებს ისევ შეეწირნენ უდანაშაულო ადამიანები. სიცოცხლის მოსპობის გარდა, ეს არის თავისუფალი საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ფსიქოლოგიური ტერორის მცდელობა, ეს არის უსასტიკესი დანაშაული, რომელსაც მთელი მსოფლიო უნდა აღუდგეს წინ და საკადრისი პასუხი გასცეს. ამ ბრძოლაში საქართველო მსოფლიოს გვერდშია. ვუსამძიმრებ ბელგიის მთავრობას და ხალხს და ამ მძიმე წუთებში სიმტკიცესა და გამძლეობას ვუსურვებ”,- აღნიშნულია განცხადებაში.