“თბილისი 2016 – თანამედროვე მუსიკის საღამოები” იწყება

ფესტივალი – “თბილისი 2016 – თანამედროვე მუსიკის საღამოები” წელს მეთორმეტედ გაიმართება. ფესტივალი 26 მარტს, 18:00 საათზე, რუსთაველის მცირე სცენაზე გაიხსნება და 9 მაისამდე გასტანს.
26 მარტი – “უპატრონო ურო” პიერ ბულეზის და რენე შარის პოემა. ჩრდილების სახელმწიფო თეატრი “ბუდრუგანა-გაგრა” – აფხაზეთი. ხელმძღვანელი – გელა კანდელაკი. პრემიერა. ფესტივალის მუდმივი პარტნიორის – ჩრდილების თეატრის და ფესტივალის კო-პროდუქცია.
4 აპრილი – კონსერვატორიის მცირე დარბაზი. “XXI საუკუნის ფორტეპიანო”. კონსერვატორიის კომპოზიციის და საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის. პროფესორი ნანა ხუბუტია (ფორტეპიანო).
6 აპრილი – კონსერვატორიის მცირე დარბაზი. “ქართული ავანგარდული მუსიკის სათავეებთან”. ეძღვნება კომპოზიტორ მიხეილ შუღლიაშვილის 75 წლისთავს. ნუცა კასრაძე, ნინო მაისურაძე, თამარ ჟვანია (ფორტეპიანო), გიორგი ცაგარელი (ვიოლა).
27 აპრილი – „თი-ბი-სი ბანკის“ არტგალერეა. “ბეთჰოვენიდან ქსენაკისამდე” გიორგი ბერიაშვილი (ფორტეპიანო. საფრანგეთი), ირინა შერაზადაშვილი (სოპრანო), ნიკოლოზ ტოროშელიძე (ჩელო), მაია სიგუა&ქეთევან ჭიტაძე (ფორტეპიანო);
9 მაისი – პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. “გადარჩენილი ვარშავიდან”. კონცერტი ეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლს. ანსამბლი “მეითარ” & Tedarim Project. ისრაელი. მოშე აარონოვი (ვიოლა), იონი გოტლიბოვიჩი (ჩელო), ელიზაბეთ კულინეტი (ფლეიტა), იდო აკოვი (ფორტეპიანო).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები