ბოლო ინფორმაციით, ბრიუსელის აეროპორტში და მეტროპოლიტენში აფეთქებების შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა

ბრიუსელის აეროპორტში და მეტროპოლიტენში დღეს, საერთო ჯამში, ოთხი აფეთქება მოხდა. ბოლო მონაცემებით, 23 ადამიანი დაიღუპა და 35 სერიოზულად დაშავდა, – ამის შესახებ ბელგიის საზოგადოებრივი ტელევიზია იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აეროპორტში 13, ხოლო მეტროში 10 ადამიანი დაიღუპა.
ბელგიის ხელისუფლებამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. ბრიუსელის საერთაშიროსო აეროპორტი ამ დროისთვის დახურულია. თვითმფრინავებს სხვა აეროპორტებში აგზავნიან. ბელგიაში ტერორიზმის უმაღლესი საფრთხეა გამოცხადებული. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ დაიხურა ბრიუსელის მეტროპოლიტენიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები