ნაია იობაშვილი: სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის წახალისება კარგი ნაბიჯია

სააფთიაქო ქსელებში მედიკამენტებზე ფასი მცირდება. ინფორმაციას, ერთი მხრივ, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ავრცელებს, „ფანასკერტელის ინდექსზე“ დაყრდნობით, მეორე მხრივ, თავად სააფთიაქო ქსელებმა განაცხადეს აღნიშნულის შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ინდიგოს“ დირექტორი, ჯანდაცვის ექსპერტი ნაია იობაშვილი ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების ფასის ცვლილებაზე საუბრობს:
„ზოგადად, ძნელია თქმა, წამლების ფასებთან დაკავშირებით ზუსტად რა ხდება. რაც შეეხება კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიას” ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩენას, შესაბამისად, გაზრდილი კონკურენციის ფონი უნდა აისახოს კიდეც ფასებზე. აქ მნიშვნელოვანია, კომპანია რა ფასებით და რა ხარისხით შემოდის”.
ექსპერტის აზრით, სახელმწიფოს მხრიდან კონკურენციის წახალისება კარგი ნაბიჯია, მაგრამ გარკვეული რეგულაციები მედიკამენტებზე მაინც საჭიროა, რათა მათი ხელმისაწვდომობა გაიზარდოს:
„მე მაინც მგონია, ფარმაცევტულ ბაზარზე ფასები თავად არ უნდა დარეგულირდეს. გარკვეული მედიკამენტების შემოტანაზე სახელმწიფო რეგულაცია უნდა მოქმედებდეს. ვგულისხმობ ძვირად ღირებულ წამლებს, რათა მათი ფასი ისეთი იყოს, რომ ყველას შეეძლოს ყიდვა. ამ შემთხვევაში მარტო ბაზრის პრინციპის მოქმედება გაუმართლებელია”,– განაცხადა ნაია იობაშვილმა.
R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები