ბრიუსელში მომხდარის გამო, საქართველოს მოქალაქეებისთვის „ცხელი ხაზი“ ამოქმედდა

ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ბელგიის სამეფოს საქართველოს საკონსულოში ინფორმაცია ამ ეტაპზე არ შესულა.
როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს „ცხელი ხაზი“, რომლითაც ისინი, საჭიროების შემთხვევაში, საკონსულოსთან დაკავშირებას შეძლებენ. „ცხელი ხაზის“ ნომერებია: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62.
ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელის აეროპორტში რამდენიმე აფეთქება მოხდა. ფრანგული და რუსული მედია ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების შედეგად 11 დაღუპულის შესახებ იუწყება. აფეთქებების მიზეზები ჯერჯერობით დადგენილი არ არის. წინასწარი ინფორმაციით, ეს ტერორისტული აქტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები