ირაკლი შოთაძე: საგარეჯოს არჩევნების საქმეზე თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ არსებობდა
საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგარეჯოს არჩევნების გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მისი განცხადებით, აღარ იყო არანაირი არგუმენტი იმისათვის, რომ გამოძიება გაგრძელებულიყო.
მისივე თქმით, აღნიშნულ საქმეზე თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი არ დაკითხულა, რადგან ამის საჭიროება არ არსებობდა.
“ამ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რაც საჭირო იყო საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად. ყველა მოწმე, ვისი დაკითხვის აუცილებლობა არსებობდა, დაიკითხა და, შესაბამისად, ვინაიდან არ გამოვლინდა რაიმე სახის დანაშაულის ნიშნები, ამ საქმეზე შეწყდა გამოძიება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი არ დაკითხულა, იმიტომ რომ ამის საჭიროება არ არსებობდა”,- განაცხადა შოთაძემ.