გამოფენა – „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე“ გაიმართება

25 მარტს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში სახალხო მხატვრის, თემო გოცაძის საიუბილეო გამოფენის გახსნა და მხატვრის კატალოგის პრეზენტაცია გაიმართება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული 140 ნამუშევარი. მათ შორის მონუმენტური აბსტრაქციები, რომელთა უმეტესობა ფართო საზოგადოების წინაშე პირველად გამოიფინება. ნამუშევართა დიდი ნაწილი ბოლო წლებში შეიქმნა და ერთიანდება სერიაში სახელწოდებით: „ლურჯა ცხენებიდან აბსტრაქციებამდე”.
ექსპოზიციაზე ასევე გამოიფინება 2015 წელს შექმნილი „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული სერია. თემო გოცაძის ნამუშევრები დაცულია: საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, კალიფორნიის ფედერალურ მუზეუმში, ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეაში, დიუსელდორფის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, კანადის თანამედროვე სახვითი ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვის აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმში. ასევე – იტალიის, აშშ-ს, მექსიკის, ირანის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, რუსეთისა და საქართველოს კერძო კოლექციებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები