თბილისის მუნიციპალური ბიბლიოთეკები მსოფლიო პოეზიის დღეს აღნიშნავენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, თამარ ტალიაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით, დედაქალაქის მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში მსოფლიო პოეზიის დღე აღინიშნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიება მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა და მას საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი, ამავე კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ზაქარია კოლელიშვილი და მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში დაცულ მსოფლიო ხალხთა ენებზე გამოცემულ პოეტურ ნაკრებთა გამოფენა მოეწყო, ხოლო ქართველმა პოეტებმა და მსახიობებმა საკუთარი და მსოფლიო პოეზიის ნაწარმოებები წაიკითხეს. საღამო მუსიკალურად კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის მე-7 მუნიციპალური ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს.
ცნობისთვის, მირზა გელოვანის სახელობის მუნიციპალური ბიბლიოთეკა 81 ათაზე მეტ წიგნად ფონდს აერთიანებს, სადაც გამოცემები მსოფლიოს ყველა ენაზეა წარმოდგენილი. 21 მარტი მსოფლიო პოეზიის დღედ UNESCO-მ 1999 წელს გამართულ 30-ე გენერალურ კონფერენციაზე დააწესა და ის პირველად პარიზში აღინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები