პუტინის რეიტინგი ბოლო ერთ წელიწადში 10 პროცენტით შემცირდა

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც პრეზიდენტ პუტინს ენდობიან, 10 პროცენტით შემცირდა. ამის შესახებ „ლევადა ცენტრის“ ბოლო კვლევა მეტყველებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინს ბოლომდე ენდობა 21%, მეტ-ნაკლებად ენდობა – 52%. გასულ წელს ეს აზრი გამოკითხულთა 26-მა და 57-მა პროცენტმა გამოთქვა. იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტს მეტ-ნაკლებად არ ენდობიან, ან საერთოდ არ ენდობიან, გასულ წელთან შედარებით, 14-დან 19%-მდე გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები